დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ვაჭრობის მინისტრს მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის და ბიზნესფორუმის თბილისში ჩატარება შესთავაზა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრს ჭონ შანს ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომისა და მის ფარგლებში ბიზნესფორუმის ჩატარება თბილისში, მიმდინარე წლის ზაფხულში შესთავაზა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრა საქართველოსა და ჩინეთის მაღალი რანგის თანამდებობის პირებს შორის დიმიტრი ქუმსიშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს შედგა.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია წარმოადგენს ეფექტურ ბერკეტს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

კომისიის მე-7 სხდომა 2015 წლის 9-10 დეკემბერს, ქ. პეკინში ჩატარდა. მას დიმიტრი ქუმსიშვილი და ჭონ შანი თავმჯდომარეობდნენ.