თბილისი-სტამბოლის რეისზე 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ახალგარდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, პირველადი მონაცემებით, ბუნებრივი სიკვდილი გახდა.
შემთხვევა თვითმფრინავის აფრენამდე მოხდა.