ტაქსის მომსახურება ყველა ქვეყანაში არსებობს, თუმცა ზოგიერთ მათგანში ყველაზე განსხვავებული და უჩვეულოა.
ზოგიერთით მგზავრობა მოუხერხებელი და დამღლელია, ზოგიერთი მათგანი კი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებს. იხილეთ ფოტოგალერეა
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მსოფლიოს უჩვეულო ტაქსებს, რომლითაც მგზავრობა დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.
არაბეთის გაერთიანებული საემირო - ქალების ტაქსი
არაბეთის გაერთიანებულ საემიროში გარდა ჩვეულებრივი ტაქსისა, არსებობს სპეციალური ტაქსი მხოლოდ ქალბატონებისთვის. ავტომობილის სახურავი ვარდისფერია. აღნიშნული ტაქსი მხოლოდ ქალბატონებსა და ოჯახებს ემსახურება. შესაბამისად, კაცს ამ ტაქსის მომსახურების მიღება იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი მას მეუღლე, დედა ან და ახლავს.ფასი: ტაქსში ჩაჯდომა 1 დოლარი, მგზავრობა კილომეტრზე 0.5 დოლარი ღირს.
ლონდონი - შავი ტაქსი
ლონდონის ეს შავი ტაქსი სრულიად განსხვავდება სხვა ტაქსებისგან. მომსახურება კი უმაღლესი ხარისხის აქვთ. მძღოლები ვალდებულნი არიან მძღოლის უნარ-ჩვევების გარდა, ქალაქს ნავიგატორებისა და რუკების გარეშეც კარგად იცნობდნენ.ფასი: 10 კილომეტრი დაახლოებით 25 დოლარი ღირს, ხოლო ღამით ეს ფასი 35 დოლარამდე იზრდება.
ვენეცია - წყლის ტაქსი
ვენეციის შუა საუკუნეების ვიწრო ქუჩების ნახვა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი, მაგრამ თუ დაიღალეთ და ახალი შეგრძნებების მიღება გსურთ, თქვენ შეგიძლიათ წყლის ტაქსის მომსახურებით ისარგებლოთ. მარშრუტის სირთულიდან გამომდინარე ღირებულება შეიძლება გაიზარდოს.ფასი: 18-25 დოლარი
ნეპალი - რიქშა
ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილობრივი ტრანსპორტია, რომელიც განსაკუთრებით ტურისტებშია პოპულარული. თუმცა ფრთხილად იყავით - ტურისტებს შეიძლება ორჯერ მეტი გადაგახდევინონ. უმჯობესია თანხაზე წინასწარ მოელაპარაკოთ.ფასი: 3-7 დოლარი
სინგაპური - რობოტაქსები
სინგაპურში 2016 წელს პირველი უპილოტო ტაქსი გამოჩნდა. ტაქსი ტესტირების რეჟიმშია და ის უფასოა. პირველი მგზავრები კმაყოფილები არიან, თუმცა მათი თქმით, ისინი ძალიან ნერვიულობდნენ.ფასი: უფასო
კანადა - ეკოტაქსი
ეკოკები არის მინიატურული ტაქსი პედლებით, რომელიც ტორონტოში მოძრაობს. ისინი გადაადგილდებიან პედლებით, მაგრამ ის აგრეთვე აღჭურვილია ბატარეით.ეს ტაქსი განკუთვნილია მოკლე მოგზაურობისთვის, რომლითაც ძირითადად ტურისტები სარგებლობენ. მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ისინი ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა.
ფასი: უფასო
არაბთა გაერთიანებული საემიროები - წყლის ტაქსი
წყლის ტაქსი „აბრა“ დუბაიში, სადაც 20 ადამიანი თავსდება. ის ერთ-ერთი გადაადგილების იაფი საშუალებაა. აბრა ხშირად გამოიყენება ტურისტული ექსკურსიებისთვის, თუმცა ფასი იზრდება.ფასი: 0.3 დოლარი
ბრაზილია - საჰაერო ტაქსი
თუ თქვენ დაიღალეთ საცობებში დგომით, შეგიძლიათ საჰაერო ტაქსით ისარგებლოთ. სან-პაულოში და რიო-დე-ჟანეიროში საჰაერო ტაქსი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. გასათვალისწინებელია, რომ ფასი დამოკიდებულია როგორც მანძილზე, ასევე ადამიანების წონაზე.ფასი: 150-300 დოლარში მერყეობს.
ნიუ-იორკი - ყვითელი ტაქსი
ყვითელ ტაქსში წინა სავარძელზე დაჯდომა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუკი უკან ყველა ადგილი დაკავებულია. მძღოლებში წვერი ძალიან პოპულარულია. თქვენგან კი 20 პროცენტ ჩაის ელოდება. წვიმის დროს ტაქსის გაჩერება თითქმის შეუძლებელია.ფასი: 2.5 დოლარი ერთი მილი, დამატებითი თანხის გადახდა გიწევთ ღამე და პიკის საათის დროს.
მადაგასკარი - „სოფლის ტაქსი“
ადგილობრივი ტრანსპორტი, რომლით მგზავრობა მთელ ქვეყანაში შეგიძლიათ. მას იყენებენ როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივები. მანქანა ძალიან არასასიამოვნო და ნელია, მაგრამ თუკი ნამდვილი კულტურული გამოცდილების მიღება გსურთ, ეს თქვენს გამოცდილებას უნდა დაამატოთ.ფასი: 8 საათიანი მოგზაურობა, 300 კილომეტრი დაგიჯდებათ 12 დოლარი, ხოლო 1000 კილომეტრიანი მანძილი -18 დოლარი.
კუბა - კოლექტიური ტაქსი
კუბაში არის კოლექტიური ტაქსი, როდესაც მძღოლი ერთი მიმართულებით მოგზაურებს ემსახურება. მძღოლი ამით კარგ შემოსავალს იღებს.ფასი: დაახლოებით 0.4 დოლარი, თუმცა ფასი ჩაჯდომამდე შეუთანხმეთ.
ესპანეთი - ვირის ტაქსი
ვირის ტაქსი ესპანეთის ქალაქ მალაგას პროვინცია მიხასას სიმბოლოა. ტურისტებში ის ძალიან პოპულარულია. ეს ტრანსპორტი პოპულარული 50-იან წლებში გახდა. ფერმერებმა შეამჩნიეს, რომ ტურიტები ვირებს ინტერესით უყურებდნენ. ტაქსის მომსახურება უფრო მომგებიანი აღმოჩნდა, ვიდრე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები.ფასი: დაახლოებით 19 დოლარი
იხილეთ ფოტოგალერეა