2010 წლიდან დღემდე ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ნახევარი მილიონით არის გაზრდილი, მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა კი - ორი მილიონით.
ამასთან, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ განაცხადა, დღეის მდგომარეობით, მობილურ ინტერნეტს 2, 860,325,00 ადამიანი მოიხმარს.
„2010 წლიდან დღემდე 500 ათასი აბონენტით (ოჯახით) გაიზარდა ფიქსირებული ინტერნეტის მომხარებლების რაოდენობა, მობილური ინტერნეტის მომხარებელთა რაოდენობა კი ორი მილიონით არის გაზრდილი. ვიცით, რომ თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტი ძალიან დიდ როლს ასრულებს, მომხმარებელი გადასულია სმარტფონებით და ტაბლეტებით ინფორმაციის მიღებაზე, ინფორმაციის მიღების ქცევა მთლიანად არის შეცვლილი. ამიტომ ამ ეპოქაში, როდესაც საქართველოში სმარტფონზე ინფორმაციის მომხმარებლების რაოდენობა 2 მილიონით არის გაზრდილი, საუბარი იმაზე, რომ სადღაც რაღაც უნდა შევზღუდოთ, პროპაგანდა იქნება ეს თუ ტყუილი - არა რეალურია“- განაცხადა ბექაურმა.