2017 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა Facebook-მა, საკუთარი დამაარსებლისა და ხელმძღვანელის მარკ ცუკერბერგის უსაფრთხოებაზე 9 მილიონი დოლარი დახარჯა, რაც 3,2 მილიონით მეტია, ვიდრე 2016-ში დახარჯული თანხა (5,8 მილიონი).
როგორც CNN კომპანიის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, მთლიანად ბოლო სამი წლის განმავლობაში ცუკერბერგის უსაფრთხოებაზე და მის ფრენებზე კერძო თვითმფრინავით დახაჯრულია 20 მილიონ დოლარამდე. უფრო კონკრეტულად კი კომპანია ფარავს საწვავისა და ეკიპაჟის ხელფასებს, ასევე ფარავს ყველა ხარჯს, რომელიც დაკავშირებულია ყველა სახის უსაფრთხოებასთან, სადაც კი ჩერდება ცუკერბერგი.
Facebook-ი აღნიშნავს, რომ დანახარჯების დინამიკა პირდაპირ არის დაკავშირებული მუქარების ზრდასთან კომპანიის დამფუძნებლის, პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორის მისამართით.
CNN აქვე დასძენს, რომ მარკ ცუკერბერგის ხელფასი კომპანიაში შეადგენს მხოლოდ 1 დოლარს წელიწადში.
კოკა კვირკველია