საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიხედვით, ამერიკის მიერ რუსული კომპანიებსა და რუს ბიზნესმენებზე დაწესებული ბოლო სანქციები, მკვეთრად უარყოფით გავლენას იქონიებს ამ კომპანიების მომავალზე.
პირველ რიგში, მათ შეეზღუდებათ მომსახურება გაუწიონ და დაფარონ საკუთარი ვალდებულებები ამერიკულ დოლარებში.
„სანქციები, სავარაუდოდ, ღრმა გავლენას იქონიებს კომპანიების მონაცემებზე, რომლებიც ვერ შეძლებენ ოპერაციების განხორციელებას დოლარში - სტანდარტულ ვალუტაში წიაღისეულით ვაჭრობის დროს და ძირითად ვალუტაში საერთაშორისო ვაჭრობისას“ - წერს სააგენტო.
მათივე პროგნოზით, სანქციების ჩამონათვალში მოხვედრილი რუსული კომპანიები ასევე შესაძლოა, დაზარალდნენ შემცირებულის სავაჭრო აქტივობის გამო. გარდა ამისა, კომპანიები, რომელთაც აქვთ ვალდებულებები დოლარში, ვერ შეძლებენ მის შესრულებას. მაგალითად, კომპანია "Русал"-მა უკვე განაცხადა, რომ განიხილავს ტექნიკურ დეფოლტს კონკრეტული საკრედიტო ვალდებულებების გამო.
Fitch-ის აღნიშნავს, რომ რუსული საფონდო ბირჟების ვარდნამ, რომელიც ასევე აისახა იმ კომპანიებზე, რომლებიც სანქიცების სიაში არ იყვნენ, ნიშნავს რომ ბაზარი ფრთხილობს არ მოხდეს სანქციების სიის ჩამონათვალის გაფართოება. კერძოდ კი, სანქციების მოქმედება შესაძლოა, გავრცელდეს კონტრაგენტებზე და პარტნიორებზე იმ კომპანიებისა, რომლებიც მოხვდნენ 6 აპრილს გამოქვეყნებულ სანქციების ჩამონათვალში.
კოკა კვირკველია