გერმანული სპორტული სამოსის მწარმოებელმა კომპანია Adidas-მა განაცხადა, რომ ოკეანეების დაბიძნურების წინააღმდეგ მებრძოლი კომპანია Parley for the Oceans-თან თანამშრომლობით უკვე ჯამში მილიონზე მეტი სპორტული ფეხსაცმლის წყვილი გამოუშვა.
როგორც კომპანიის განცახდებაშია ნათქვამი, ეს თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ, 2015 წელს დაიწყო და საკუთარი პროდუქციის შესაქმნელად გამოიყენა დასავლეთ აფრიკის სანაპიროზე მოგროვილი „ზღვის ნაგავი“, რომელიც შემდგომი გადამუშავების გზით გამოიყენა მის ისეთ პოპულარულ სამოდელო ხაზში როგორებიცაა Ultraboost, Ultraboost X, და Ultraboost Uncaged-ი.
კომპანიის ინფორმაციით, 2016 წელს ამ გზით შექმნილი 7 ათასი წყვილი ფეხსაცმელი გაყიდა, ხოლო უკვე 2017 წელს მასზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ამ ნიშნულმა მილიონს გადააჭარბა. უფრო მეტიც, Adidas-თან თანამშრომლობით საკუთარი დამოუკიდებელი ხაზი გამოუშვა ბრიტანელმა დიზაინერმა სტელა მაკარტნიმაც, რომელთა ერთობლივი უკანასკნელი მოდელი NMD_CS1 - Parley Primeknit ფეხსაცმელი გამოირჩევა მისი მინიმალისტური დიზაინით, ულტრასიმსუბუქით და მათი ფასი 220 დოლარია. თითო ფეხსაცმელი მზადდება 11 უტილიზაციისთვის განკუთვნილი პლასტმასის ბოთლისგან.
Adidas-ში აცხადებენ, რომ გარემოზე ზრუნვა მხოლოდ ფეხსაცმლის წარმოებით არ შემოიფარგლება და ამ მიზნით კომპანიამ სრულიად ამოიღო ხმარებიდან პლასტმასის შემცველი ჩანთები მათ მაღაზიებში.
კოკა კვირკველია