დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთში მცხოვრები რუსების „არაკანონიერ ფინანსებთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ზომებს განიხილავენ, - წერს The Sunday Times-ი.
„ჩვენ განვიხილავთ მოქმედების ყველა ასპექტს, რომელიც შეიძლება მივიღოთ“ - განაცხადა მეიმ. ამასთან, გამოცემის წყაროს ინფორმაციით, „საერთო მოქმედებები“ მალე შევა ძალაში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ აპირებდა სხვადასხვა სახის კანონიერი ზომების მიღებას, რათა წინ აღდგომოდნენ ელიტის კორუფციონერ და დამნაშავე წარმომადგენლებს. „ჩვენს ქვეყანაში არ არის ადგილი ამ ხალხისთვის და მათი ფულისთვის“ - განაცხადა მეიმ.
მარტის ბოლოს ბრიტანეთში დაიწყო ფინანსური გამოძიება ფულის გადინებებზე და გათეთრებასთან დაკავშირებით, საქმეს ეწოდა „რუსული კორუფცია ბრიტანეთში“. როგორც Transparency International წერს, მონაცემები, რომელზეც საგამოძიებო პალატაში საუბრობენ, 4,4 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს და ეს ქონება დაგროვებულია „საეჭვო წარმომავლობის“ ფულით.
კოკა კვირკველია