ვენესუელაში დიდი ტემპით გაუფასურებაში მყოფი ეროვნული ვალუტის - ბოლივარის ალტერნატივად ქვეყნის ხელისუფლებაში სხვადასხვა ზომებს იღებენ.
ასე მაგალითად ქვეყნის დედაქალაქის, კარაკასის მერიამ საკუთარი ალტერნატიული ვალუტა შემოიღო სახელწოდებით - კარიბე.
ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ერიკ ფარიასმა განაცხადა, რომ კარიბე დაიცავს მოსახლეობას ეკონომიკური ომის დროს. ტელეკომპანია Globovision-ის ინფორმაციით, მიმოქცევაში შევიდა კარიბეს 5, 10, 20, 50 და 100 კუპიურები. 1 კარიბე 1 ათასი ბოლივარის ტოლფასია, ხოლო ამ ვალუტის ყველაზე მსხვილი 100 კარიბეს კუპიურა ტოლფასია 20 ამერიკული ცენტისა.
ცნობისათვის, ეს არ არის პირველი რეგიონალური ვალუტა ქვეყანაში, მარტის შუა რიცხვებში ქალაქ ელროსმა გამოსცა საკუთარი ვალუტა, რომელიც ქალაქის სახელწოდების არის. გასული წლის დეკემბერში კი კარაკასის შემოგარენში გამოვიდა ასევე დამოუკიდებელი ვალუტა პანალი. ის შიდა კომუნალური გადასახადებისთვის გამოიყენება. ამ ვალუტის კურსი უფრო მაღალი იყო და 1 პანალი 5 ათას ბოლივარს უდრიდა.
კოკა კვირკველია