ღრმაღელის მეტროსთან, შუქნიშანთან არსებულ გადასასვლელი ხიდი დაზიანებულია. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებელი წერს და აღნიშნავს, რომ უკვე 7-8 თვეა ხიდი ამ მდგომარეობაშია.
„ღრმაღელეს მეტროსთან, შუქნიშანთან გადასასვლელ ხიდზე კონტრუქცია არის დაზიანებული. გადასვლისას ერთ მონაკვეთზე ფეხს თუ დააბიჯებ რკინის ფირფიტის "სტიკზე", ეს ფილა იწევა ქვევით და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ვარდები... პირველად რო დავაბიჯე გული ამომივარდა საგულედან... უკვე 7 თუ 8 თვის განმავლობაში არის ასე და უფრო და უფრო ფუჭდება... აუცილებელია ამ ხიდმა ვინმე შეიწიროს? არის ვინმე ამ ხიდების მდგომარეობასა და შემოწმებაზე პასუხისმგებელი?,“ - წერს „ფეისბუქის“ მომხმარებელი.
ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი