საქართველოს ელექტროენერგიის 2018 წლის პირველი კვარტლის ბალანსის მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 28,2%-ით არის შემცირებული.
2018 წლის 3 თვეში ქვეყანამ უცხოეთიდან 530,8 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, 2017 წლის იანვარ-მარტში კი იმპორტირებულმა ელექტროენერგიამ 740,1 მლნ კვტ/სთ შეადგინა.
რაც შეეხება ელექტროენერგიის გამომუშავებას, 2018 წლსი 3 თვეში ქვეყანაში სულ გამომუშავებულია 2944.9 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, აქედან თბოსადგურებმა გამოიმუშავეს 880.0 მლნ კვტ/სთ, ჰიდროელექტროსადგურებმა - 2044.6 მლნ კვტ/სთ, ქართლის ქარის სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობამ კი 20,4 მლნ კვტ/სთ შეადგინა.
ამასთან, ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, 2018 წლის 3 თვეში მომხმარებული იქნა 3359.1 მლნ კვტ/სთ, რაც 207.1 მლნ კვტ/სთ-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის 3 თვეში ქვეყანამ სულ 3151.9 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა.