თბილისის რომელი ქუჩები გაფართოვდება ელექტროგადამცემი ხაზების „მიწაში ჩადებით“

თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ელექტროგადამცემი ხაზების „მიწაში ჩადება“ მოხდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თბილისის რამდენიმე ქუჩაზე გადის მაღალი ელექტროგადამცემი ხაზები, რაც პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, არამედ ზოგადად ქალაქში გადაადგილებისას გარკვეულ შეფერხებებს იწვევს ავტომობილებისთვის. როგორც ვიცი, თელასთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, რომ აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზების მიწაში ჩადება მოხდეს. შედეგად კონკრეტულ ქუჩებზე გარკვეულ ფართობს გავათავისუფლებთ და გადაადგილებაც შედარებით გამარტივდება. კერძოდ, საუბარია: ოდიშელიძის, ტაშკენტის, საირმისა და საბურთალოს ქუჩებზე და იმედი მაქვს, ამ პროექტს მალე განვახორციელებთ. შესაბამისად, ამ გზების გაფართოებაც მოხდება,“-აღნიშნა კალაძემ.