ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი სტივენ სპილბერგი ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი რეჟისორია კინოინდუსტრიაში.
მისი ბოლო ფილმის „პირველი მოთამაშეს“ შედეგად რეჟისორმა პირველმა გადალახა 10-მილიარდიანი ზღვარი, ეს კი ნიშნავს, რომ მისი რეჟისორობით გადაღებულმა ფილმებმა ჯამში 10 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღეს.
ფილმი „პირველი მოთამაშე“, რომელიც ერნესტ კლინის ამავე სახელწოდების ნაწარმოებზე დაყრდნობით შეიქმნა, შემოსავლების მიხედვით 500-მილიონიან ზღვართან ახლოს არის. ჯამში 10-მილიარდიანი ზღვარის გადალახვაში კი სტივენ სპილბერგის 27 ფილმის მონაცემია შესული და ამ ნიშნულის მიღწევა რეჟისორმა თითქმის 30 წელი მოანდომა. ეს დაიწყო 1989 წელს გამოსული მისი ყველაზე დაბალშემოსავლიანი ფილმით „ყოველთვის“, რომლის სალარომ მხოლოდ 74 მილიონი შეადგინა. დღეისათვის სპილბერგის ყველაზე მაღალშემოსალვიანი ფილმია „იურული პარკი“ 983,8 მილიონით, შემდეგია „ინდიანა ჯოუნსი“ 786,6 მილიონით, სამეულს ასრულებს E.T( Extra-Terrestrial) 717 მილიონით.
აღსანიშნავია, რომ ამ 10-მილიარდიან ჩამონათვალში შესულია მხოლოდ ის ფილმები, რომლის რეჟისორიც არის სპილბერგი და არა ის მაღალშემოსავლიანი ფილმები, რომლის პროდიუსერიც ყოფილა სტივენ სპილბერგი.
მაღალშემოსავლიანი რეჟისორების ჩამონათვალში მეორე ადგილზეა პიტერ ჯექსონი „ბეჭდების მბრძანებელი“ და „ჰობიტის“ ტრილოგიების წყალობით მას 6,5 მილიარდი დოლარის სალარო დაუგროვდა. ხოლო მესამეა მაიკლ ბეი 6,4 მილიარდით, რომელშიც ლომის წვლილი აქვს „ტრანსფორმერებს“. ამის შემდეგ მოდის უკვე კინოინდუსტრიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების „ავატარისა“ და „ტიტანიკის“ რეჟისორი ჯეიმს კამერონი 6,1 მილიარდით, ხოლო ხუთეულს კრავს „ჰარი პოტერისა“ და „ჯადოსნური ცხოველები, სად ვიპოვოთ ისინი“ რეჟისორი დევიდ იეტისი 5,3 მილიარდით.
ყველაზე მაღალშემოსავლიანი რეჟისორების ათეულში არიან კრისტოფერ ნოალნი 4.7 მილიარდით, რობერტ ზემეიკისი 4,2 მილიარდით, ტიმ ბარტონი და კრის კოლამბუსი 4-4 მილიარდით და რიდლი სკოტი 3,9 მილიარდით.
კოკა კვირკველია