რამდენია წლიური საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზე საქართველოს მეზობელ ქვეყნებში?

იპოთეკური სესხი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ საშუალო შემოსავლების მქონე პირებს საშუალება აქვთ, ბინა გრძელვადიანი გადახდის პირობებით შეიძინონ.

იპოთეკური სესხები არანაკლებ პოპულარულია მეზობელ ქვეყნებშიც. საინტერესოა, რამდენია წლიური საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზე სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და რუსეთში?

როგორც Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, მეზობელ ქვეყნებში იპოთეკურ სესხებზე ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი 13,24% თურქეთში ფიქსირდება, რასაც 12,46%-ით სომხეთი მოსდევს. საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ამ მხრივ მესამე ადგილს რუსეთი 11,73%-ით იკავებს, რომელსაც საქართველო 11,37%-ით მოსდევს.

Numbeo-ს მონაცემებით, საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებში უძრავი ქონების იპოთეკური სესხით შეძენა ყველაზე დაბალ პროცენტად აზერბაიჯანშია შესაძლებელი, სადაც წლიური საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 9,28%-ს შეადგენს.

წყარო: ALLNEWS.GE