დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების დაწესება გადაიფიქრა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ შეჩერების ბრძანება გასცა.

ამის შესახებ Washington Post საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„დონალდ ტრმაპმა თათბირი გამართა მრჩეველებთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და მათ უთხრა, რომ ნაწყენია, რადგან სანქციების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ტრამპა ისიც განაცხადა, რომ ამაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს“ - წერს გამოცემა.

ვაშინგტონის მხრიდან მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ამის შესახებ გაეროში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სანქციების შედეგებს „ყველა იგრძნობდა“ და საუბარი იყო მთელ რიგ რუსულ კომპანიებზე, რომლებიც სირიის ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ.

კოკა კვირკველია