სატელეკომუნიკაციო სფეროში 50-წლიანი გამოცდილების მქონე საკონსულტაციო კომპანიამ Sofrecom -მა საქართველოში წარმომადგენლობა გახსნა.
Sofrecom უმხვილესი ფრანგული სატელეკომუნიკაციო კომპანიის Orange Group–ის შვილობილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ემსახურება სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, უწევს კონსულტაციას ბიზნეს და IT მიმართულებით.
Sofrecom-ის საერთაშორისო გამოცდილება საშუალებას მისცემს ქართულ კომპანიებს დანერგონ თანამედროვე და მსოფლიოში აპრობირებული მეთოდები ციფრულ მიმართულებაში.
" ჩვენს პარტნიორებს ვეხმარებით ხელსაყრელი, გრძელვადიანი შედეგის მიღწევაში, ძირითადი ტენდენციების ათვისებაში, ვერთვებით განვითარების ყველა ეტაპზე - დაწყებული სტრატეგიის განსაზღვრიდან, დამთავრებული რეალიზაციით. პარტნიორობის საუკეთესო მაგალითი უკვე გვაქვს ადგილობრივ მსხვილ კომპანია „სილქნეტთან“, რომელიც ცოტა ხნის წინ, ჯეოსელთან გაერთიანებით სატელეკომუნიკაციო ბაზრის მთავარი კონვერგენტი ოპერატორი გახდა. სწორედ ამ თანამშრომლობით შემუშავდა მათთვის ხუთწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა.
მსურს, მადლობა გადავუხადო სილქნეტს და მის მმართველ გუნდს ამ ნდობისთვის. მოხარულები ვართ, რომ დავაფუძნეთ თბილისის წარმომადგენლობა. ვიმედოვნებთ, რომ Sofrecom-ი დადებით წვლილს შეიტანს სატელეკომუნიკაციო და IT ტექნოლოგიების სექტორის საქმიანობაში, საქართველოსა თუ მთლიანად რეგიონში“ - აღნიშნა Sofrecom ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიიომ ბუდინმა.
„სილქნეტი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და გაერთიანებული აქტივებით დაიწყო ოპერირება ბაზარზე. ინტერნეტს, საკაბელო ტელევიზიას, ფიქსირებულ სატელეფონო კავშირს და უკვე მობილურ სერვისს თავაზობს მომხმარებელს. კომპანიის განვითარებისთვის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 400 მილიონი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ. ამ გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული იყო Sofrecom-ი, რომელთანაც რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რასაც Sofrecom-ი ბიზნეს კონსულტაციებით გვიზიარებს. ჩვენი უმთავრესი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ უფრო მეტი ინოვაციური პროდუქტი და მაღალი კლასის მომსახურება.“ - განაცხადა „სილქნეტის“ და მისი დამფუძნებელი კომპანიის “სილქ როუდ ჯგუფი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.
Sofrecom-ის კონსულტანტები და ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებში სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, სამთავრობო სტრუქტურებს და მარეგულირებელ ორგანოებს უწევენ კონსულტაციას.
(R)