2017 წელს თბილისში 804 ერთეული მშენებლობა დამთავრდა და ქალაქს ჯამში, 1,244 ათასი კვადრატული მეტრის უძრავი ქონება შეემატა. ამის შესახებ, თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და forset-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) პუბლიკაციაშია ნათქვამი.
„აღსანიშნავია, რომ დამთავრებული მშენებლობების რაოდენობის ზრდასთად ერთად (წლიური ზრდა 5%), მნიშვნელოვნადაა შემცირებული მათი ჯამური ფართობი (-13.9%), რაც შეიძლება აიხსნას იმ ფაქტით, რომ დედაქალაქში ძირითადად მცირე ფართობის, მაგრამ დიდი რაოდენობით მშენებლობები მიმდინარეობს,“-ნათქვამია კვლევაში.
ამასთან, 2017 წელს ახალდამთავრებული შენობების 625 ერთეული საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე, 179 ერთეული კი – კომერციულ უძრავ ქონებაზე მოდის.