„SEPA ბიზნესისათვის“ - მარტივი და სწრაფი გზა ევროპიდან ფულადი გადმორიცხვებისთვის

მცირე, თუ საშუალო ბიზნესის მფლობელებს, რომელთაც სურთ გაყიდული პროდუქციის გადახდები ევროპიდან მიიღონ, კომპანია UniPAY სასარგებლო ახალ ხელსაწყოს სთავაზობს.

იმ მეწარმეებს, რომლებსაც აინტერესებთ ევროპაში საკუთარი პროდუქციის ან მომსახურების რეალიზაცია, „SEPA ბიზნესისათვის“ აძლევს საშუალებას, მიიღონ გადახდები ევროპის 34 ქვეყნიდან.

პირველად საქართველოში, კომპანია UniPAY-მ 2017 წლის დეკემბერიდან მომხმარებლებს SEPA-ს ევროპული ანგარიში შესთავაზა. SEPA (Single Euro Payments Area) აერთიანებს ევროპის 34 ქვეყანას და მათ მოსახლეობას აძლევს საშუალებას, სხვადასხვა ევროპული ბანკიდან თანხა ევროში დაბრკოლებებისა და შუამავლების გარეშე გადარიცხონ.

ვებ გვერდზე www.unipay.com დარეგისტრირებულ ბიზნესს, ერთ ღილაკზე კლიკით შეუძლია გაააქტიუროს პირადი SEPA-ს ანგარიში და მიიღოს ევროპიდან გადმორიცხული თანხა ზუსტად იმავე პირობებით, როგორც ევროპული ანგარიშის მფლობელმა. ამას გარდა, კომპანია ისეთ სხვადასხვა გადახდების ინტეგრაციასაც სთავაზობს ონლაინ გადახდების სფეროში, როგორებიცაა Shopify, CsCart, WooCommerce, PrestaShop, OpenCart, WHMCS, OsCommerce.

სისწრაფე

თუ ქართულ საბანკო ანგარიშზე ევროპული ბანკიდან გადმორიცხული თანხა აისახება 3-დან 5 სამუშაო დღეში და მოითხოვს შუამავალი ბანკების ჩართულობას, SEPA-ს ანგარიშზე თანხის მიღებას მხოლოდ 1 სამუშაო დღე დასჭირდება და თანხა პირდაპირ შუამავალი ფინანსური ინსტიტუციების გარეშე ირიცხება. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებელს შეუძლია ფინანსური ოპერაციები სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ ან მობაილ ბანკით შეასრულოს და დაზოგოს უამრავი დრო, ამაში კი UniPAY-ს მარტივი მობილური აპლიკაცია დაეხმარება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თანხის გადარიცხვა დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი, თუ მომხმარებელი ოპერაციას ონლაინ შეასრულებს და არ დასჭირდება ბანკის სამუშაო საათების გათვალისწინება.

bpn

კრიპტოვალუტა

UniPAY-ს იმ მომხმარებლებისთვის, ვინც კრიპტოვალუტით ვაჭრობენ და არიან დაინტერესებული ისეთი კრიპტო-ბირჟებიდან თანხის განაღდებით, როგორებიცაა: cex.io, bitstamp, bitfinex, kraken, bitcoin.ge, GDAX, BitPanda, Paymium, Safello, CoinCorner, Cubits, AnyCoin, Direct, HappyCoins, Coinbase და ასევე ყველგან, სადაც SEPA გადარიცხვებია, შეუძლიათ თანხის გატანის მეთოდებში აირჩიონ SEPA, მიუთითონ UniPAY-ს საფულეში აქტივაციისას მინიჭებული SEPA-ს ანგარიშის ნომერი და ჩვეულებრივად მიიღონ თანხა პირად ანგარიშზე.

კომპანია UniPAY 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ელექტრონული საფულის მომხმარებელს ინოვაციურ, ტექნოლოგიურ, ალტერნატიულ გადახდის სერვისებს სთავაზობს. ელ-საფულის კონცეფცია მსოფლიოში ახალი ტენდენციაა და უამრავ დროისა და ენერგიის დაზოგვასთან ერთად მომხმარებელს ერთი პლატფორმით უამრავი საბანკო ოპერაციის მართვის საშუალებას აძლევს. სმარტფონის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს გადასახადები, ისარგებლოს უამრავი ონლაინ მაღაზიით ან შეასრულოს საბანკო გადარიცხვები

UniPAY SEPA-ზე დამატებითი ინფორმაციისთვის და ასევე ანგარიშის აქტივაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.unipay.com/sepa

(R)