სურამში ყოფილი სანატორიუმი "ფოლადი" გაიყიდა - ტერიტორიაზე ახალი სასტუმრო მოეწყობა

დაბა სურამში, ჩუმათელეთში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ფოლადის“ ტერიტორიაზე, წლების განმავლობაში ამორტიზირებული ინფრასტრუქტურის ნაცვლად, მალე ახალი სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა.

უძრავი ქონება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში პირობებიან ელექტროუნლ აუქციონზე 895 000 ლარად გაიყიდა.

აუქციოინის პირობების მიხედვით მყიდველი აღნიშნულ უძრავ ქონებაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასტუმრო - კომპლექსს მოაწყობს.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2016 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და მისი მიზანია ინვესტორებს საქართველოს მასშტაბით შესთავაზოს უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარება. შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით, უკვე გაყიდულია 51 313 001 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 98 500 000 ლარს შეადგენს.