მეტროს ვაგონებს მოდერნიზაცია ჩაუტარდება. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.
კერძოდ, სატენდერო პირობების თანახმად წინადადებების მიღება 27 აპრილს დაიწყება და 30 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 825 990 ლარია.
შეგახსენებთ, რომ მეტროს ვაგონების მოდერნიზაციაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალშიც გამოაცხადა. მაშინ ტენდერში სს"ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა თბილისის ფილიალმა" გაიმარჯვა, რომელიც სამუშაოებს 6 163 500 ლარად შეასრულებს.