გერმანია კვლიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის

კვალიფიციური კადრების დეფიციტი გერმანიის ეკონომიკის განვითარებას ამუხრუჭებს. ექსპერტების გათვლებით, ქვეყანას 440 ათასი სპეციალისტი ესაჭიროება.

კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას 1%-ით დაბლა წევს. ამის შესახებ ნათქვამია გაზეთ Rheinische Post-ის მასალაში, რომელიც მომზადდა გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით. ამ ორგანიზაციის მიერ დაანგარიშებული მონაცემებით, ქვეყანას დაახლოებით 440 ათასი კვალიფიციური სპეციალისტი ესაჭიროება.

„თუ გერმანული საწარმოები ამდენ კვალიფიციურ კადრს იპოვიან, ეს ქვეყნის ეკონომიკას 30 მილიარდიან წლიურ ზრდას მისცემს“, - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში გასულ წელს ყველაზე მეტი ვაკანსია ისეთ დარგებში დაფიქსირდა როგორიცაა ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, მეტალგადამამუშავებელი, მანქანებისა და საავტომობილო მშენებლობის სფეროები, ენერგეტიკა, ელექტროტექნიკა, მშენებლობა და ჯანდაცვა.

კოკა კვირკველია