„ამერიკელი ინვესტორები საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ“

„ამერიკელი ინვესტორები საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ“.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Facebook Live-ის მიმდინარეობის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი ოფიციალური ხასიათისაა. ეს არის ე.წ. გაზაფხულის შეხვედრები, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჩათვლით ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს ვხვდებით. ის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელსაც მივაღწიეთ 2017 წლის ბოლოს და 2018 წლის 1-ლი კვარტლის მდგომარეობით გვაქვს, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ შევიდეთ მოლაპარაკებებში საერთშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომ გაიზარდოს საქართველოზე დაფინანსების ხაზები. გარდა ამისა, გვექნება პოლიტიკური ხასიათის შეხვედრა პოლიტიკოსებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამასთან, გვექნება შეხვედრა მსხვილ ინვესტორებთან, რომლებიც მომავალ წელს საქართველოში რეალურ სექტორსა და ლოგისტიკის სექტორში საკმაოდ მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ,“-აღნიშნა ბახტაძემ.