გერმანიის ხელისუფლება აპირებს ამერიკას თხოვნით მიმართოს, გაათავისუფლოს მათი ქვეყნის ბიზნესი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების აუცილებლობისგან, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ზე წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე ამერიკელ კოლეგასთან საუბარს აპირებს გერმანიის ფინანსთა მინისიტრი ოლაფ შოლცი. გარდა ამისა, ამ საკითხს ასევე განიხილავს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც აპრილის ბოლოს გაიმართება.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ საუბარია არა კონრკეტულად რომელიმე კომპანიაზე, არამედ მთლიანად გერმანელ მწარმოებლებზე. გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის მსხვილი ბიზნესი წნეხს ახდენს გერმანიის კანცლერსა და მთავრობაზე.
როგორც ცნობილია, ამერიკული სანქციების ქვეშ მოექცნენ ისეთი რუსული კომპანიები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ გერმანულ Siemens-თან, Daimler-თან და Volkswagen-თან. ისინი ფრთხილობენ, რომ არ დაკარგონ ასობით მილიონი ევროს შემოსავალი.
როგორც გამოცემა დასძენს, გერმანიასა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2017 წელს 54,5 მილიარდ ევროს შეადგენდა.
შეგახსენებთ, აშშ-მ რუსი ბიზნესმენებისა და რუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციები 6 აპრილს დააწესა, რასაც მოჰყვა რუბლის კურსის დაცემა და რუსული კომპანიების აქციების კრახი მსოფლიო საფონდო ბირჟებზე.
კოკა კვირკველია