„ბიზნესპრესნიუსი“ აგრძელებს სტატიათა სერიას, თუ რა ჯდება მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქალაქში ერთი ბრენდის ქვეშ მოქმედ სასტუმროებში დასვენება.
ამჯერად ავიღეთ სასტუმრო „მერიოტი“ და გავარკვიეთ, თუ რა ჯდება 2 ადამიანის დასვენება. ფასები მოცემულია Booking.com-ის მიხედვით 2 ივლისიდან 8 ივლისის პერიოდში. ფასში შესულია საუზმის ღირებულება.
პარიზი
- საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ეკონომიკური, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია. ამ ქალაქში „მარიოტის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 10,624 ლარი ჯდება. როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქალაქში ამ სასტუმროში დასვენება ყველაზე ძვირი სწორედ პარიზშია.ლონდონი
- დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი მდინარე ტემზაზე მდებარეობს. ლონდონი ბრიტანეთის მთავარი ფინანსური ცენტრია. ფასის მიხედვით მეორე ადგილზე ლონდონის „მარიოტია“, სადაც დასვენება 8,254 ლარი დაგიჯდებათ.ნიუ-იორკი
- ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია. ამ ქალაქში „მარიოტის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 6,534 ლარი დაჯდება.პრაღა - ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი და მისი უდიდესი ურბანული ცენტრია. პრაღა მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზეს ქალაქადაა მიჩნეული. პრაღაში „მარიოტის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 5,286 ლარი დაჯდება.
ბერლინი
- გერმანიის დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია. ის ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია. ბერლინში „მარიოტის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 4,208 ლარი ჯდება.თბილისი - საქართველოს დედაქალაქი თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია. თბილისის „მარიოტში“ ივლისში 6 დღის გატარება 2 ადამიანს 3,877 ლარი დაუჯდება.
ბუდაპეშტი
- უნგრეთის დედაქალაქი და ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, ინდუსტრიული, კომერციული და სატრანსპორტო ცენტრია. ბუდაპეშტში „მარიოტის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 3,849 ლარი დაჯდება.სიდნეი
- ავსტალიის ყველაზე დიდი ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. სიდნეიში „მარიოტის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 3,712 ლარი დაჯდება.სტამბოლი - თურქეთის უდიდესი და ხალხმრავალი ქალაქია. ქალაქის კომერციული ცენტრი ევროპულ ნაწილშია, ხოლო ქალაქის მოსახლეობის მესამედი აზიურ ნაწილში ცხოვრობს. სტამბოლში „მარიოტის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 2,901 ლარი დაჯდება.
დელი
- ინდოეთის დედაქალაქი დელი კოსმოპოლიტი ქალაქი გახდა. სწრაფმა განვითარებამ და ურბანიზაციამ ქალაქი მნიშვნელოვნად გარდაქმნა. დელიში „მარიოტის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 2,431 ლარი დაჯდება.პარიზი - 10,624 ლარი
ლონდონი - 8,254 ლარი
ნიუ-იორკი - 6,534 ლარი
პრაღა - 5,286 ლარი
ბერლინი - 4,208 ლარი
თბილისი - 3,877 ლარი
ბუდაპეშტი - 3,849 ლარი
სიდნეი - 3,712 ლარი
სტამბოლი - 2,901 ლარი
დელი - 2,431 ლარი