ჩინელმა ბიზნესმენებმა ქუთაისის "ტორპედოში" შესაძლოა ინვესტიცია განახორციელონ

ქუთაისის "ტორპედოში" შესაძლოა ინვესტიცია ჩინელმა ბიზნესმენებმა განახორციელონ, - ამის შესახებ ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს.

სპორტული გამოცემის ინფორმაციით, 17 აპრილს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩინელ ბიზნესმენთა ის ჯგუფი იმყოფებოდა, რომელსაც ქუთაისურ კლუბში ინვესტიციის განხორციელება სურს.

გარდა ამისა, ჩინელ ბიზნესმენებს კლუბში არა მარტო ინვესტიციის ჩადება, არამედ სტადიონისა და ბაზის ყიდვა სურთ. ამასთან დაკავშირებით ისინი, სტადიონისა და ბაზის დათვალიერების შემდეგ, ქალაქის მერსაც შეხვდნენ.

ყარო: sportall.ge