მსოფლიოს სხვადასხვა საფონდო ბირჟებზე გუშინ მიმდინარე ვაჭრობისას სხვადასხვა დასახელების ნედლეულზე ფასები მკვეთრად გაიზარდა.
საუბარია ფასების 2015 წლის მაქსიმუმამდე მიღწევაზე ისეთ ნედლეულზე როგორებიცაა ნავთობი, ნიკელი და ალუმინი.
CRB Commodity Index, რომელიც 19 დასახელების ნედლეულზე ფასებს იკვლევს, აღნიშნავს, რომ საერთო ჯამში გუშინ მათზე ფასებმა 1%-ით მოიმატა და 2015 წლის ოქტომბრის მაქსიმუმს გაუტოლდა.
მათივე ინფორმაციით, გუშინ Brent მარკის ნავთობზე ფასები 1,7%-ით 73 დოლარამდე, ხოლო WTI-იზე 2%-ით 68 დოლარამდე გაიზარდა და 2014 წლის დროინდელ ნიშნულს მიაღწია. ამას კი ხელი შეუწყო ამერიკაში საწვავის მარაგების შემცირების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ.
„რა თქმა უნდა, ნედლეულზე ფასებმა ძირითადად ნავთობის ხარჯზე მოიმატა, თუმცა ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები ნიკელზე, რაც გამოწვეული იყო ინფორმაციით, რომ აშშ სანქციების დაწესებას აპირებს რუსულ კომპანია "Норникел"-ზე, რომელიც მსოფლიოში მეორე უმსხვილესი მწარმოებელია“, - აცხადებს ინვესტიციების დირექტორი კომპანიისა Bleakley Financial Group პიტერ ბოკვარი.
ნიკელის ფასმა ლონდონში გუშინ 10%-ით მოიმატა, რაც ბოლო სამი წლის მაქსიმუმია. რაც შეეხება ალუმინს, მისი ფასი 2011 წლის მაქსიმუმამდეა გაზრდილი, სპილენძის ფასმა კი 2,3%-ით 3,1746 დოლარამდე მოიმატა ერთ ფუნტზე.
კოკა კვირკველია