მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობის გამო ადმინისტრაციული ჯარიმები დაეკისრებათ.ამასთან დაკავშირებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ სპეციალური მუხლი ემატება, რომლის მიღებასაც დღეს, პარლამენტმა მესამე მოსმენით - 74 ხმით მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, სავაჭრო ცენტრის, ბაზრობის მფლობლის მიერ მესამე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს მფლობელის 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრის, ბაზრობის მფლობლის მიერ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისათვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას, ობიექტში ფუნქციონირებადი დაუზღვეველი კომერციული ობიექტების რაოდენობის 100 ლარზე ნამრავლის ოდენობით.
სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობის გამო, ავტოგასამართი და აირგასამართი სადგურების მფლობელები დაჯარიმდებიან თითოეული დაუზღვეველი სადგურის რაოდენობის 1 000 ლარზე ნამრავლის ოდენობით.
100 და მეტადგილიანი სასტუმრო-დასასვენებლი სახლის მფლობელის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს მფლობელის 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით - დაკისრებული სახდელის ორმაგი ოდენობით დაკისრებას გამოიწვევს.
მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევა 1-ელი მარტიდან ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებით, მფლობელების მიერ მესამე პირის დაზღვევა შემდეგ ობიექტებზე მოქმედებს: - სავაჭრო ცენტრი, ბაზრობა, ავტოგასამართი/აირგასამართი სადგური, სასტუმრო