მეიდანზე რესტორან „მაჭახელას“ ცეცხლი გაუჩნდა

ორთაჭალაში, მეიდანზე რესტორან „მაჭახელას“ ცეცხლი გაუჩნდა. როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი რესტორნის სახურავს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.