მსოფლიოში ხელმომწერების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი ვიდეო სტრიმინგ სერვისი კომპანია Netflix Inc-ი ევროპაში ფილმების და სერიალების გადაღებაზე დახარჯული თანხის გაზრდას აპირებს.
საუბარია მიმდინარე წლის განმავლობაში 1 მილიარდი დოლარის დახარჯვაზე, - წერს Financial Times.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, დამატებითი სახსრების გამოყოფა იგეგმება როგორც ინგლისურენოვან პროდუქციაზე, ასევე სხვა ენებზე წარმოებული კონტენტის შექმნაზე, მათ შორის, საუბარია ესპანურ, გერმანულ, ფრანგულ, პოლონურ, თურქულ და ნიდერლანდურ კონტენტებზე.
ჯამში მიმდინარე წელს Netflix გეგმავს 8 მილიარდი დოლარის დახარჯვას ფილმებისა და სერიალების გადაღებაზე და აქედან ლომის წილი, რა თქმა უნდა, აშშ-ზე მოდის. მიუხედავად ამისა, კომპანია აცხადებს, რომ მისმა შემოსავლებმა შტატებს გარეთ წელს პირველად აჯობა ქვეყნის შიგნით მიღებულ შემოსავლებს.
Netflix-ის ხელმომწერთა რაოდენობა ამ დროისთვის 125 მილიონია, მათგან 73 მილიონი აშშ-ზე მოდის. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი კომპანიის აქციებზე ფასები გაიზარდა და მისმა კაპიტალიზაციამ 145 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
კოკა კვირკველია