რესტორან "მაჭახელაში" ხანძრის შედეგად სხვენის ნაწილი, დაახლოებით 40 კვმ-მდე ფართობი დაიწვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "მეიდან ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
მათი განმარტებით, წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სამზარეულოს გამწოვი მილიდან გაჩნდა. "ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია. ობიექტში არსებული სტუმრების ევაკუაცია მოხდა დროულად და მსხვერპლი არ არის, ასევე არ დაფიქსირებულა სხეულის დაზიანების არცერთი ფაქტი.
ხანძრის შედეგად დაზიანდა სახურავის-სხვენის მცირე ფრაგმენტი", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" "მეიდან ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.