WhatsApp-ის მომხმარებლებს შეეძლებათ წაშლილი ფაილების აღდგენა მომდევნო ორი თვის განმავლობაში.
როგორც WABetaInfo წერს, მესენჯერის შემქმნელები ტესტავენ ახალ ფუნქციას, რომლის მიხედვით მომხმარებლის ფოტოები, ვიდეო, დოკუმენტები და ხმოვანი შეტყობინებები შეინახება სერვერზე. ტელეფონიდან მათი წაშლის შემდეგ აღდგენა შესაძლებელი იქნება ორი თვის განმავლობაში.
მანამდე არსებული ფუნქციით, მულტიმედიური ფაილი ავტომატურად იშლებოდა 30 დღის განმავლობაში.
მომხმარებლის პირადი მონაცემები კი შეინახება და დაცული იქნება დაშიფრული ფორმატით.
კოკა კვირკველია