დღეს ღამით გმირთა მოედანი - თამარაშვილის დამაკავშირებელ გზაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს. დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, გმირთა მოედანი - თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა მოირეცხება. ამასთან დაკავშირებით, გზაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.