საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის მარტში საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში სულ 8 769 398 საკრედიტო და სადებეტო ბარათი იყო.
სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, მარტში საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 1 000 423 ერთეული შეადგინა, საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობამ კი 7 768 975 ერთეული.
რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 2017 წლის მარტში ბაზარზე იყო 685 098 საკრედიტო ბარათი და 8 548 974 სადებეტო ბარათი.