2019 წლიდან დიდ ბრიტანეთში შესაძლოა, ყურის საწმენდი ჩხირები, საწრუპები და სხვა ერთჯერადი პლასტიკისგან შექმნილი ნივთების გაყიდვა აიკრძალოს.
აღნიშნული აკრძალვა მოხდება მდინარეებისა და ოკეანეების დაბინძურების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ფარგლებში.
როგორც Guardian-ი წერს, დიდი ბრიატნეთის პრემიერ-მინსიტრი ტერეზა მეი იმედს გამოთქვამს, რომ დიდი ბრიტანეთის განაცხადი სხვადასხვა სახის პლასტმასის ნივთების გაყიდვის აკრძალვაზე სხვა ქვეყნებში გააღვიძებს სურვილს, შეუერთდნენ ამ კამპანიას.
მეის განცხადებით, ოკეანეების სისუფთავის შენარჩუნება არის კაცობრიობის წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმთავრესი ეკოლოგიური გამოწვევა. „ჩვენ ავკრძალავთ პლასტმასის საწრუპების, სასმელების მომრევებისა და ყურის საწმენდი ჩხირების გაყიდვებს. აღნიშნული პროდუქციის აკრძალვა მოხდება მიმდინარე წლის ბოლოს კონსულტაციების დასრულების შემდეგ“ - განაცხადა მეიმ.
გამოცემის მონაცემებით, მსოფლიო ოკეანეში 150 მილიონი ტონა პლასტისკის ნაგავია გადაყრილი, შედეგად კი იღუპება დაახლოებით 100 ათასი ზღვის ბინადარი.
კოკა კვირკველია