„თიბისი სტატუსისა“ და Eastern Promotions-ის ორგანიზებით, The Chemical Brothers-ის კონცერტი გაიმართება. დუეტი პირველ სექტემბერს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე დაუკრავს.
ბილეთების პირველი კალათა 21 აპრილიდან გაიყიდება.
მათივე ინფორმაციით, ბრიტანული დუეტი 1989 წელს შეიქმნა, 1998 წელს კი პირველად აიღო გრემი სიმღერით Block Rockin’ beats ნომინაციაში როკის საუკეთესო ინსტრუმენტული შესრულება. 2006 წელს მათ გრემის ორი ჯილდო მიიღეს საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერისა და საუკეთესო საცეკვაო ალბობის კატეგორიაში. 2010 წელს კი ამ უკანასკნელ ნომინაციაში დუეტი კიდევ ერთხელ გახდა ჯილდოს მფლობელი ალბომით - We Are The Night.
„ედ სიმსონისა და ტომ როულენდსის დუეტზე საუბრისას, აღსანიშნავია მათი კოლაბორაციული პროექტების შთამბეჭდავი კატალოგი. სხვადასხვა დროს მათ ითანამშრომლეს ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან New Order-ის სოლისტი ბერნარდ სამნერი, ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ კოლექტივის A Tribe Called Quest-ის წევრი Q-Tip, Beck, Noel Gallagher, The Verve-ს ვოკალისტი რიჩარდ ეშკროფტი და Klaxsons. The Chemical Brothers ხშირად თანამშრომლობს ცნობილ რეჟისორებთანაც. მიშელ გონდრის მათი სამი კლიპი - Let Forever Be, Star Guitar და Go ეკუთვნის. სპაიკ ჯონსმა კი ცნობილი ვიდეო Elektrobank გადაიღო, სადაც მთავარ როლს თავად სოფია კოპოლა თამაშობს. ვიდეოგრაფიაში ფიგურირებს ნიკ გოფრის და დომინიკ ჰოულის სახელიც. ელექტრონული მუსიკოსების დუეტი, რომელიც უკვე 29 წელია არსებობს, მალე საქართველოს ეწვევა“, - აცხადებენ „თიბისი ბანკში“.
რაც შეეხება ბილეთის ფასს, მათი ღირებულება 50 ლარიდან 360 ლარამდე ღირს. კერძოდ, SILVER RING-ის ფასი – 50 ლარი; GOLDEN RING - 150 ლარი; VIP – 360 ლარია.