რომელია ყველაზე მაღალი რისკის საქმიანობები საქართველოში

2016-2017 წწ გამოკვლეულ იქნა 28 უბედური შემთხვევა.

ამის შესახებ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის 2015-2017 წლების ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, მოკვლეული უბედური შემთვევები ვერ იძლევა სრულ სურათს, ვინაიდან ამ ეტაპზე კომპანიებს არ აქვთ ვალდებულება, შეატყობინონ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ.

ანგარიშში ასევე მოცემულია თუ რომელ სექტორებში რა რაოდენობის უბედური შემთხვევები და საწარმოო ინცინდენტები დაფიქსირდა საანგარიშო პერიოდში.

სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ნაწილდება მშენებლობის (F) სექტორზე. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, მშენებლობაზე დაღუპულია 13 და დაშავებულია 12 ადამიანი. 5 დაღუპული მოდის სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერის დამუშავების (B) სექციაზე; 2 დაღუპული და 5 დაშავებული ნაწილდება დამამუშავებელი მრეწველობის (C) სექციაზე; 2 ადამიანია დაღუპული ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების (D) სექციაში.

ამასთან, 2016-2017 წლებში 1 პირი დაიღუპა და 4 დაშავდა საბითუმო და საცალო ვაჭრობის (ბენზინგასამართი და აირგასამართი სადგურები) (G) სექციაში; 1 დაღუპული და 2 დაშავებულია გართობისა და დასვენების (R) სექციაში; ხოლო 1 პირი დაიღუპა ტრანსპორტისა და დასაწყობების (H) სექციაში.

bpn

„დაღუპულთა 52.0% ნაწილდება სამშენებლო სექტორზე, 20.0% - სამთომოპოვებით მრეწველობაზე და კარიერის დამუშავებაზე, 8.0% - დამამუშავებელ მრეწველობაზე, 8.0% - ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდენცირებული ჰაერის მიწოდებაზე, 4.0% - საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე ( აქ იგულისხმება ბენზინგასამართი, გაზგასამართი სადგურები), 4.0% - ტრანსპორტზე და დასაწყობებაზე, 4.0% - გართობისა და დასვენების სექტორზე. ასევე სამშენებლო სექტორზე მოდის დაშავებულთა უმეტესი - 52.2%, 21.7% - დამამუშავებელ მრეწველობაზე ნაწილდება, 17.4 % - საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე (ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები), 8.7% - გართობისა და დასვენების სექტორზე,“- ნათქვამია ანგარიშში.