მსოფლიო ბანკის კაპიტალი გაიზარდა

მსოფლიო ბანკის აქციონერებმა ბანკის კაპიტალის 13 მილიარდი დოლარით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ თანხიდან 7,5 მილიარდი წავა „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისკენ“, ხოლო 5,5 მილიარდი „საერთაშორისო ფინანსური კოორპორაციისკენ“. ეს საშუალებას მისცემს ამ ინსტიტუტებს გაზარდოს შესაძლებლობები იმ ქვეყნებში, რომლებიც ებრძვიან სიღარიბეს.

„ამ ისტორიული შეთანხმების მხარდაჭერით, ჩვენმა აქციონერებმა ნათლად მოახდინეს დემონსტრირება გლობალური თანამშრომლობის მხარდაჭერისადმი და ჩვენ ამ მხარდაჭერას უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ“ - აცახდებს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯიმ ენ კიმი.

მისი განცხადებითვე კაპიტალის აღნიშნული პაკეტი, მსოფლიო ბანკს საშუალებას მისცემს გლობალურ უსაფრთხოებაზე რეაგირება მეტად ოპერატიულად მოახდინოს, განსაკუთრებით ღარიბ და არასტაბილურ ქვეყნებში.

მთლიანობაში მსოფლიო ბანკის ფინანსური რესურსები 2019-2030 წლებში წლიურ 100 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

კოკა კვირკველია