ევროკავშირმა და მექსიკამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
„ამ ხელშეკრულების შეთანხმებით მექსიკა შეუერთდა კანადას, იაპონიას და სინგაპურს იმ მზარდი სიის ჩამონათვალში, რომლებსაც სურთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა ღია, სამართლიანი და ვაჭრობის წესებზე დაფუძნებული წესების მიხედვით“ - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან კლოდ იუნკერმა.
მექსიკასთან პრინციპული შეთანხმების გაფორმება მოჰყვა გასულ წელს იაპონიასთან ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმებას და წინ უძღვის უკვე მომავალი კვირიდან სამხრეთ ამერიკულ ორგანზიაცია „მერკუსორთან“ მოლაპარაკებების დაწყებას, რომელშიც შედიან არგენტინა, ბრაზილია, პარაგვაი და ურუგვაი.
შაბათს ევროკომისიამ განაცხადა, რომ მექსიკასთან პრაქტიკულად ყველა სახის პროდუქციაზე ვაჭრობა იქნება გადასახადის გარეშე. სხვა ტექნიკური დეტალების დასაზუსტებლად და შეთანხმების ტექსტის საბოლოო ვარიანტის მოსამზადებლად მოლაპარაკებები მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.
კოკა კვირკველია