ამერიკული საფინანსო კომპანია Wells Fargo 1 მილიარდი დოლარით დაჯარიმდა

საფინანსო კომპანია Wells Fargo & Co. კლიენტების მომსახურებისას დარღვეული წესების გამო 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმას გადაიხდის.

როგორც ამერიკის მომხმარებელთა დაცვის ბიუროს განცხადებაში წერია, დარღვევები აღმოჩენილ იქნა სახლისა და ავტომობილის შესაძენად გაცემული სესხებისას დაფიქსირდა. უფრო კონკრეტულად კი, კომპანიის თანამშრომლები კლიენტებს სესხებთან ერთად თანხას არასასურველ დაზღვევაშიც ახდევინებდნენ. გარდა ამისა, საფინანსო კომპანია დაადანაშაულეს იმაში, რომ ის იღებდა დამატებით თანხას საპროცენტო განაკვეთების ფიქსირების გამო იპოთეკური სესხების გაცემის მომენტში.

ცოტა ხნით ადრე კი Wells Fargo-მ მისი აქციონერები გააფრთხილა, რომ დასჭრიდებოდა 1 მილიარდი დოლარის დარეზერვირება ამერიკის ხელსიუფლების მხრიდან არსებული პრეტენზიების გამო.

2016 წლის სექტემბერში Wells Fargo 185 მილიონით დააჯარიმეს, იმის გამო, რომ მისმა თანამშრომლებმა კლიენტების გაფრთხილების გარეშე დაახლოებით 2 მილიონი ანგარიში გახსნეს და მათ დაუკითხავად რთავდნენ ბანკის მომსახურებაში, ასევე ხსნიდნენ ანგარიშებს არარსებული კლიენტებისთვის.

Wells Fargo-ს აქციების კაპიტალიზაცია მიმდინარე წლის განმავლობაში 15%-ით შემცირდა და 251 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კოკა კვირკველია