ბიტკოინის ფასი იზრდება

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა ციფრულმა ვალუტამ გუშინ აპრილის მაქსიმუმი დააფიქსირა.პარასკევის ვაჭრობის შედეგად ბიტკოინის ფასმა Bitfinex -ზე 8,5 ათასი დოლარის ზღვარი გადალახა.

პორტალ CoinMarketCap-ის მონაცემებით, გუშინ საღამოს მდგომარეობით ბიტკოინის ფასმა Bitfinex -ზე 2,95%-ით მოიმატა და 8,57 ათასი დოლარი შეადგინა. Binance-ზე ფასი 2,87%-ით გაიზარდა და 8,51 ათას დოლარს მიაღწია.

ასევე გაიზარდა სხვა ციფრული ვალუტების ფასი: Ethereum + 6,27%, 592,4 დოლარამდე, Ripple + 16,68%, 0,87 დოლარამდე, Bitcoin Cash 17,24%-ით 1,129 დოლარამდე, IOTA 11,56%-ით 1,95 დოლარამდე. კრიპტოვალუტების ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია გუშინდელი საღამოს მონაცემებით შეადგენს 328,16 მილიარდ დოლარს.

ექსპერტების ვარაუდით, ბიტკოინის შემდგომი გადასალახი ზღვარი 9,5 ათასი დოლარი იქნება.

კოკა კვირკველია