G7 რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ინარჩუნებს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეინარჩუნონ.

აღნიშნულის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერია, სადაც მიზეზად კვლავ დასახელებულია რუსეთის მიუღებელი ქმედებები უკრაინაში.

„მინისტრი ფრილანდი და „დიდი შვიდეულის“ სხვა საგარეო საქმეთა მინისტრები თანხმდებიან ერთიან მსოფლიო წესრიგზე, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომები მისი მხრიდან უკრაინაში განხორციელებული მიუღებელი ქმედებების გამო შენარჩუნდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

G7-ის წარმომადგენლებმა ასევე გამოხატეს ერთიანი პოზიცია უკრაინის საკითხზე და შეთანხმდნენ მის მხარდაჭერაზე.

კოკა კვირკველია