საქართველოში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური პროექტები

მაღალბიუჯეტიანი პროექტები - ეს არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა.

ამ დროს ქვეყნის ეკონომიკაში იდება დიდი ინვესტიცია, საქმდება მეტი ადამიანი და იწყება ფინანსური ბრუნვა. ქვეყანა უფრო ცხადად და მყარად ინიშნება მსოფლიო რუკაზე და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ქვეყანაში ინვესტირებით ან მოგზაურობით.

საქართველოში, სხვადასხვა სფეროში, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მაღალბიუჯეტიანი პროექტი ხორციელდება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე პოზიტიურად მოქმედებს. უკანასკნელი წლების ყველაზე გამორჩეული პროექტები კი სხვადასხვა მიმართულებით არის ”ანაკლია სითი”, სასტუმრო ”ბილტმორ თბილისი” და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალი.

”ანაკლია სითი” - ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა შექმნის ხელსაყრელ პირობებს მიმდებარე ტერიტორიაზე ლოგისტიკური ცენტრებისა და ინდუსტრიული ზონის განვითარებისათვის. ახალი პორტის მშენებლობა დამატებითი ღირებულების მომსახურების განვითარების საშუალებას იძლევა, რაც ტვირთბრუნვას საქართველოს ტერიტორიაზე მეტად გაზრდის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტს ექნება დიდი პოზიტიური სოციალურ-ეკონომიკური გავლენა დასავლეთ საქართველოში - პროექტის განხორციელებით შეიქმნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი.

პროექტის დამფინანსებელი ორგანიზაციაა შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (TBC Holdings and Conti Group). მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 2,5 მილიარდ დოლარს, აქედან 586 მილიონი ინვესტირებულ იქნება პირველი ფაზის მშენებლობისას. სახელმწიფო ინვესტორს გრძელვადიანი იჯარით გადასცემს 1000 ჰექტარ მიწის ნაკვეთს და უზრუნველყოფს პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობას. ნავსადგური აშენდება 9 ფაზად და მისი წლიური გამტარუნარიანობა ჯამში 100 მილიონ ტონა ტვირთსმიაღწევს. სახელმწიფო პორტის მიმდებარე ტერიტორიისთვის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსის მინიჭებას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია ინვესტიციები სასტუმრო სფეროშიც. ”ბილტმორ თბილისი”, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი უცხოური ინვესტიციაა, თბილისის სიმბოლოდ იქცა. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო 32 სართულიან 138 მეტრი სიმაღლის შენობაშია განთავსებული. "ბილტმორ თბილისი" Millennium Hotels & Resorts-ის "ბილტმორის კოლექციის" ნაწილია, რომელშიც შედიან მხოლოდ უმაღლესი კლასის ის სასტუმროები, რომელთა დაფუძნების ადგილსაც ისტორიული წარსული აქვს."ბილტმორ თბილისი", როგორც "ბილტმორის კოლექციის" ნაწილი, ასევე, ისტორიულ შენობაშია განთავსებული. ეს არის ”იმელის” შენობა - საბჭოური არქიტექტურის ტიპური მაგალითი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი სწორედ აქ ტარდებოდა დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის სხდომები და აქვე მიიღეს დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია. ამჟამად "იმელის" ისტორიულ ამფითეატრში საერთაშორისო დონის კონფერენციები იმართება. "ბილტმორ თბილისი" საქართველოს მასშტაბით არის ერთადერთი სასტუმრო, რომელიც ასეთ ისტორიულ შენობაშია განთავსებული. ის ასევე Millennium Hotels and Resorts-ის პირველი სასტუმროა აღმოსავლეთ ევროპაში.

"ბილტორ თბილისის" მმართველი კომპანია არის Millennium Hotels and Resorts, ხოლო მფლობელი კომპანია კი "დაბი ჯგუფი". "დაბი ჯგუფს" სათავეში უდგას შეიხი ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ხელისუფლების წარმომადგენელი და ერთ-ერთი მინისტრი."დაბი ჯგუფმა” ამ პროექტში 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

"ბილტმორ თბილისი" არის ყველაზე მაღალი სასტუმრო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონშიც.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი

- ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტიბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაა. აღნიშნული პროექტის განხორციელება შექმნის აზია-ევროპის დამაკავშირებელ ალტერნატიულ სარკინიგზო მარშრუტს, რაც თავისთავად გულისხმობს ისტორიული აბრეშუმის გზის, იგივე TRACECA-ს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას, რომელიც გაამყარებს საქართველოს პოზიციას, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კონკურენტუნარიან მარშრუტს. იხილეთ სრულად