აშშ მზადაა რუსულ კომპანია Русал-ს სანქციები მოუხსნას, იმ შემთხთვევაში, თუ ოლეგ დერიპასკა მის მმართველობას ჩამოშორდება. ამის შესახებ ამერიკის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების მაკონტროლებელ დეპარტამენტში განაცხადეს.
გარდა ამისა, ამერიკელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობის ნებას დართავენ მიმდინარე წლის 23 ოქტომბრამდე, აქამდე ეს რიცხვი 5 ივნისი იყო.
ამ ინფორმაციების გავრცელების ფონზე კომპანიის აქციები 15%-ით გაიზარდა, ხოლო ლონდონის ბირჟაზე ზოგადად ალუმინზე ფასებმა 8,3%-ით დაიწია. ეს არის ამ მეტალზე ფასის ვარდნის მაქსიმალური ტემპი 2005 წლის შემდეგ.
შეგახსენებთ, 6 აპრილს აშშ-მა რუსი ბიზნესმენების, ჩინოვნიკებისა და რამდენიმე რუსული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა. მათ შორის იყო კომპანია «Русал» და მისი მფლობელი ოლეგ დერიპასკა. სანქციების ფონზე კომპანიის აქციებმა ისტორიული მინიმუმი განაახლეს და კომპანია ლამის ტექნიკურ დეფოლტამდე მივიდა. უკვე 20 აპრილს ცხადდებოდა, რომ ის თანამშრომელთა შემცირებას გეგმავდა, ექსპერტთა ნაწილი კი კომპანიის გარდაუვალ ნაციონალიზაციაზე ალაპარაკდა.
კოკა კვირკველია