ეროვნულ ბანკს ახალ ფუნქციებს აძლევენ, კონსტიტუციით კი მხოლოდ ფინანსური სექტორის სტაბილურობის ხელშეწყობაა მის მანდატში - ამის შესახებ სამართლის სფეროს სპეციალისტი წერს.
"ბანკები ანაბრებს მოიზიდავენ, სხვის ფულს მართავენ და ამიტომაც არის ერბანკის რეგულაციების ქვეშ, მოქალაქე ან კომპანია საკუთარ ფულს რაში, როგორ ან რამდენად გამოიყენებს, ეს ერბანკის ან სახელმწიფოს საქმე რად არის. განვადებით მანქანას რომ გაყიდის, იქ პროცენტი ერბანკმა რატომ უნდა დაადგინოს, გაუგებარია.
P.P.S. ეროვნული ბანკი პოლიტიკოსთა ამ გადაწყვეტილებებს გასუსული რომ იღებს, რისკავს პოლიტიკის მიღმა მყოფი ეს კონსტიტუციური ორგანო შუაგულ პოლიტიკაში ჩაძიროს. რაც სერიოზული რეპუტაციული ზიანის მომტანიც იქნება.
P.P.P.S. ფინანსურ პოლიციად თუ ”ობხ”-დ არ იქცეს ერბანკი, როგორ უნდა გააკონტროლოს ორ მოქალაქეს შორის ურთიერთობა ან თუ დაირღვა პროცენტი, სანქცია რა და როგორ იქნება? ვერ იქნება, პოლიტპოპულიზმია ეს კინო." - წერს ალაფიშვილი.