როგორც წესი, თვითმფრინავით მგზავრობისას მომსახურებაში შედის კვება. თუმცა ზოგიერთი ავიაკომპანია საკუთარ მგზავრებს ბევრ უჩვეულო მომსახურებას სთავაზობთ.
„ბიზნესპრესნიუსი“ ამ უჩვეულო მომსახურებების ჩამონათვალს გთავაზობთ.
მეზობლის არჩევა
KLM Royal Dutch Airlines (ნიდერლანდები)მომსახურება უფასოა
როგორი მაღალი დონისაც არ უნდა იყოს ბორტზე მომსახურება, მნიშვნელოვანია ისიც, მგზავრობისას გვერდით ვინ გიზით. ამ მომსახურებას ავიაკომპანია KLM გთავაზობთ და თანაც, სრულებით უფასოდ. იმისათვის, რომ ფრენამდე მეზობელი აირჩიოთ, ავიაკომპანიის საიტზე უნდა შეხვიდეთ, სადაც თქვენ ნახავთ სხვა მგზავრების პროფილებს და ამის მიხედვით აარჩევთ მეზობელს.
ექსკურსია ქალაქში
Singapore Airlines (სინგაპური), Qatar Airways (ყატარი)ზოგჯერ ტრანზიტის პერიოდი საკმაოდ დიდხანს გრძელდება. იმისათვის, რომ მოგზაურობისას ადამიანმა დრო არ დაკარგოს, ავიაკომპანიები Singapore Airlines-ი (სინგაპური) და Qatar Airways-ი (ყატარი) მგზავრებს ქალაქში გასეირნების სერვისს სთავაზობს. ექსკურსია მხოლოდ იმ შემთხვევაში იგეგმება, თუ ტრანზიტისას ფრენებს შორის დრო 5,5 საათზე მეტია. Singapore Airlines-ი ამ მომსახურებას უფასოდ გთავაზობთ, Qatar Airways-ის შემთხვევაში ექსკურსია ერთ ადამინს 9 ევრო და მეტი დაუჯდება.
მფრინავი ძიძა
Etihad Airways (არაბეთის გაერთიანებული საემიროები)მომსახურება უფასოა
ბორტგამცილებელი ყოველთვის ცდილობს, რომ მგზავრობა იყოს სასიამოვნო მაშინაც კი, თუ ტუალეტში გასვლა გსურთ, არადა თან პატარა ბავშვთან ერთად მგზავრობთ და არ იცით, ვისთან დატოვოთ. ამიტომ ავიაკომპანია Etihad Airways-მა 2013 წლის სექტემბრიდან ბორტზე ახალი მომსახურება დაამატა და ყველა რეისზე მგზავრს შეუძლია „მფრინავი ძიძის“ სერვისით ისარგებლოს, თანაც უფასოდ.
ჩატი ერთ რეისზე
Virgin America (აშშ), Alaska Airlines (აშშ)მომსახურება უფასოა
ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მათ შორის, ფრენის დროსაც. ამიტომ ავიაკომპანიებმა Virgin America-მ და Alaska Airlines-მა საკუთარ მგზავრებს ფრენისას ჩატში ურთიერთობა შესთავაზა. ბორტზე ჩატი ხელმისაწვდომია iMessage-ის, Facebook Messenger-ის და WhatsApp-ის მომხმარებლებისთვის.
საჰაერო საწოლი
Air New Zealand (ახალი ზელანდია)ახალი ზელანდიიდან მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჩასვლა საკმაოდ რთულია, გზა გრძელია, ამიტომ Air New Zealand-მა ახალ ხერხს მიაგნო და მგზავრებს საჰაერო საწოლის სერვისი შესთავაზა. მგზავრი ორი ბილეთის შეძენისას, მესამეს ყიდულობს ფასდაკლებით, შედეგად, იღებს გარანტირებულ საჰაერო საწოლს.
სპა-მომსახურება
Air Malta (მალტა)მომსახურება უფასოა
იმ მგზავრებს, რომლებმაც მალტიდან ლონდონში (და პირიქით) მგზავრობა გადაწყვიტეს, ძალიან გაუმართლდათ. მათ მასაჟს პირდაპირ ფრენის დროს გაუკეთებენ.