ბათუმში ბაქოს ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი იწვის

ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი იწვის. ცეცხლი, სავარაუდოდ, სამ სახლს უკიდია.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველი-მეხანძრეები.