ბათუმში ხანძარი ლოკალიზებულია ბათუმში, ბაქოს ქუჩის #46-ში ხანძარი ლოკალიზებულია. სავარაუდოდ, სამზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, ორი სახლის მეპატრონეები გადაიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო ერთმა მეხანძრემ ინტოქსიკაცია მიიღო, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე იმყოფება ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დაზარალებული ოჯახების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია დაზარალებულ ოჯახებს შეისწავლის, მათ პირველ ეტაპზე ქირით გაიყვანენ, შემდეგ კი სახელმწიფო გაუწევს დახმარებას.
ბათუმში, ბაქოს ქუჩის #46-ში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. დაიწვა სავარაუდოდ სამზე მეტი საცხოვრებელი სახლი.
წყარო: interpressnews.ge