საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შეგახსენებთ, რომ გოდერძის უღელტეხილი, დიდთოვლობის გამო გვიან შემოდგომაზე იკეტება და გაზაფხულზე იხსნება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურებმა, მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყეს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც, ამ დროისთვის გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.