მექსიკის სენატმა „ტრანსწყნარი ოკეანის პარტნიორობის“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
„გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 73 ხმით 24-ის წინააღმდეგ“ - წერია სენატის Twitter-ის მიკრობლოგში.
„ტრანსწყნარი ოკეანის პარტნიორობის“ შეთანხმება თავდაპირველად 2016 წელს გაფორმდა. შეთანხმების საფუძველზე იგეგმებოდა თავისუფალი ვაჭრობის ზონების შექმნა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. წყნარი ოკეანის ქვეყნებზე მოდის მსოფლიო ეკონომიკის 40% და მსოფლიო ვაჭრობის მესამედი. შეთანხმების მონაწილეები გახდნენ აშშ, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სინგაპური, მალაიზია, ბრუნეი, ვიეტნამი, იაპონია, მექსიკა ჩილე და პერუ.
თუმცა 2017 წლის იანვარში ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას ამერიკის გასვლაზე შეთანხმებიდან, რის შემდეგაც ის გადამუშავდა. 11 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აზიიდან და ამერიკიდან 8 მარტს ჩილეში ხელი მოაწერეს გადამუშავებულ ვარიანტს ხელშეკრულებიდან ამერიკის გასვლის შემდეგ.
კოკა კვირკველია