ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა.
მათივე ცნობით, მოთხოვნამ შეადგინა 51 190 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.670%-ით, მაქსიმალური 7.900%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.720%-ით განისაზღვრა.
„კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - აცხადებენ სებ-ში.